შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯეირან ფაჩუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1968 წელს. 1968 წლიდან ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი მხატვარია; მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ი. ვოლჩეკის "სასამართლო ქრონიკა", ვ. სოფკოს "შორეული ფანჯრები", დ. კვიცარიძის "როცა სიცოცხლე გეძახის", ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამობი", ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი", კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება", დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი", ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია, დედა", "საბრალდებო დასკვნა", "მე ბებია, ილიკო და ილარიონი", ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში", ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი", მოლიერის "ჟორჟ დანდენი" და "ძალად ექიმი", ლ. მიტროფანოვის "მკვლელობა სადგურში", ა. ჩხაიძის "მიკროფონი", რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი", ა. არბუზოვის "ძველმოდური კომედია", ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი", ა. დიუმას "სამი მუშკეტერი", მ. შატროვის "ექვსი ივლისი", ა. სულაკაურის "სალამურა", ა. ყაზბეგის "განკიცხულნი". გორის თეატრში გააფორმა რ. იბრაგიმბეკოვის "ქალი მწვანე კარს იქით" და სხვა. 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1997-2006წწ. ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი. 1968 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში, გაფორმებული აქვს ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრის, თბილისის მოზარდ მაყურებელთა, ფოთის სახელმწიფო თეატრის, სამარის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლები. მისი ნამუშევრები დაცულია ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, რუსეთის, საქართველოს, გერმანიის, ინგლისის კერძო კოლექციებში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 316; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.85; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.37; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 328 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |