შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ფაღავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (ფორტეპიანო) 1968 წელს. 1963 წელს იყო ხულოს სამუსიკო სკოლის დირექტორი; 1966-1970წწ. თეატრალურ-საკონცერტო ორგანიზაციების თანამშრომელი; 1967-1969წწ. რუსთველის სახ. აკადემიური თეატრის ორკესტრის მსახიობი; 1969-1970წწ. საქართველოს სახ. ფილარმონიის ესტრადის მსახიობი; 1970-1975წწ. ლენინგრადის მიუზიკ-ჰოლის მსახიობი; 1975-1989წწ. აჭარის ფილარმონიის ანსამბლის ხელმძღვანელი; 1989-1991წწ. დირექტორი; 1991-1995წწ. აჭარის კულტურის მინისტრი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს აჭარის უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი (1995). არის მრავალი სიმღერისა და ლექსის ავტორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 315; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.327 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |