შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე ფარცვანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით 1987 წელს. 1988-1991წწ. მუშაობდა თბილისის სახალხო დეპუტატთა აღმასკომის სოცუზრუნველყოფის განყოფილების იურისტად; 1992-1998წწ. საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ადვოკატი; 1998-1999წწ. თბილისის სააპელაციო სასამართლო, მოსამართლე; 1999-2005წწ. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2000-2005წწ. იუსტიციის სასწავლო ცენტრში კითხულობდა ლექციათა კურსს სამოქალაქო სამართლის პროცესში; 2005-2009წწ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2009-2010წწ. ადვოკატთა სკოლა "გაბუნია და პარტნიორები", პროექტის დირექტორი; 2009-2010წწ. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"-ში კითხულობდა ლექციათა კურსს სამოქალაქო სამართლის პროცესსა და სამოქალაქო სამართალში; 2011-2012წწ. შპს "ვაგონმშენებელი კომპანია", წამყვანი იურისტი; 2011-2014წწ. სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია", ადვოკატი; 2009-2014წწ. "დავების განმხილველი ცენტრი", არბიტრი; 2014 წლის მაისიდან დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსად. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 315; აღსრულების ეროვნული ბიურო: nbe.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |