The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინე ფარცვანია

მარინე ფარცვანია
დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1963  (60 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.

დაამთავრა თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით 1987 წელს.

1988-1991წწ. მუშაობდა თბილისის სახალხო დეპუტატთა აღმასკომის სოცუზრუნველყოფის განყოფილების იურისტად; 1992-1998წწ. საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ადვოკატი; 1998-1999წწ. თბილისის სააპელაციო სასამართლო, მოსამართლე; 1999-2005წწ. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2000-2005წწ. იუსტიციის სასწავლო ცენტრში კითხულობდა ლექციათა კურსს სამოქალაქო სამართლის პროცესში; 2005-2009წწ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2009-2010წწ. ადვოკატთა სკოლა "გაბუნია და პარტნიორები", პროექტის დირექტორი; 2009-2010წწ. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"-ში კითხულობდა ლექციათა კურსს სამოქალაქო სამართლის პროცესსა და სამოქალაქო სამართალში; 2011-2012წწ. შპს "ვაგონმშენებელი კომპანია", წამყვანი იურისტი; 2011-2014წწ. სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია", ადვოკატი; 2009-2014წწ. "დავების განმხილველი ცენტრი", არბიტრი; 2014 წლის მაისიდან დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსად.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 315; აღსრულების ეროვნული ბიურო: nbe.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია", წევრი (2011-2014)

გააზიარე: