შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გენადი უჩუმბეგაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი 1986 წელს. 1981-1989წწ. იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ციფრული პროგრამული მართვის მანქანების ელექტრიკოსი; 1989-1990წწ. ედპ-ს გაზეთ "დემოკრატის" ტექნიკური რედაქტორი; 1990-1992წწ. ტეკელომპანია WTN, ARD, TBS (იაპონია) მოსკოვის წარმომადგენლობის სტრინგერი; 1992-1993წწ. ტელეკომპანიების INS-ისა (მოსკოვი) და 1993-1995წწ. "7.7.7"-ის (თბილისი) დამფუძნებელი და დირექოტორი. არის ფონდ "ინტერნიუსის" დირექტორი, ამერიკული ორგანიზაცია "ინტერნიუს ნეთვორკის" საქართველოს ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი. არის პროდიუსერი დოკუმენტური ფილმებისა: "ომის შვილები", "გერმანელები საქართველოში", "თბილისელი გავროშები". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 314 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |