The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულნარა ბრეგვაძე

დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1940  (85 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1964–1967წწ. იყო ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1967–1972წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1972–1981წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1989 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ინფექციურ დაავადებათა აქტუალურ პრობლემებს. ექიმი–ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის შრატის ჰემოპოეზური აქტიობა ანკილოსტომიდოზის დროს", დაიცვა 1968 წლის 26 სექტემბერს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.46

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ინფექციონისტთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: