შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი ბრეგვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1966 წელს. 1968–1973წწ. იყო ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1973–1980წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ალერგიის განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1980 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა საავადმყოფოს პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი; 1994 წელს დოცენტი, პროფესორი. ავტორია 200–მდე სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია "ბავშვთა ასთმა" (1998). ხელმძღვანელობს მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის III პედიატრიულ განყოფილებას. ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დედასა და ბავშვს შორის სისხლის ჯგუფური (ABO) შეუთავსებლობის როლი ბავშვთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის დროს", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "რესპირაციული ალერგიის კლინიკო-მეტაბოლური ასპექტები ბავშვებში", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.46; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.309 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |