The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზია ბრეგვაძე

დაბადების თარიღი:26 მარტი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი 1967 წელს.

1971–1976წწ. იყო თბილისის ვაქცინების და შრატების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1977 წლიდან მუშაობს სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ–თანამშრომლად. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომის; მონაწილეობდა თბილისში გამართულ ფალკის საერთაშორისო სიმპოზიუმში (29–30. 05. 1998). ექიმი–პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანტიფაგური ანტისხეულების ზრდის დინამიკის შესწავლა და ანტიფაგური შრატის მიღება", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.47

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პარაზიტოლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: