შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აბესა ბოლქვაძე![]()
ბიოგრაფიაგურიის აჯანყების ერთ–ერთი ხელმძღვანელი, სააბატო აზნაური; მისი ხელმძრვანელობით აჯანყებულთა ერთმა რაზმმა 9 აგვისტოს დაამარცხა აჯანყების ჩასახშობად გაგზავნილი პოლკოვნიკ ბრუსლიოვის ჯარის ნაწილი. გამარჯვებულთა ერთი ჯგუფი თავს დაესხა ჩოლოქის საგუშაგოს, მეორე–გურიანთისაკენ მიმავალ ტრანსპორტს. ამ ბრძოლაში გამარჯვებამ ხელი შეუწყო აჯანყების გაფართოებას; 20–23 აგვისტოს მონაწილეობდა სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის მილიციის წინააღმდეგ ბრძოლაში სოფელ გრიგოლეთთან. ოზურგეთთან ბრძოლის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.460
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |