The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბესა ბოლქვაძე

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:2 სექტემბერი, 1841
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

გურიის აჯანყების ერთ–ერთი ხელმძღვანელი, სააბატო აზნაური; მისი ხელმძრვანელობით აჯანყებულთა ერთმა რაზმმა 9 აგვისტოს დაამარცხა აჯანყების ჩასახშობად გაგზავნილი პოლკოვნიკ ბრუსლიოვის ჯარის ნაწილი. გამარჯვებულთა ერთი ჯგუფი თავს დაესხა ჩოლოქის საგუშაგოს, მეორე–გურიანთისაკენ მიმავალ ტრანსპორტს. ამ ბრძოლაში გამარჯვებამ ხელი შეუწყო აჯანყების გაფართოებას; 20–23 აგვისტოს მონაწილეობდა სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის მილიციის წინააღმდეგ ბრძოლაში სოფელ გრიგოლეთთან. ოზურგეთთან ბრძოლის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.460


გააზიარე: