შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბოლქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. განათლება მიიღო სტამბოლში, საფრანგეთსა და გერმანიაში. 1853 წელს ათენში დაამთავრა სამიწათმოქმედო აკადემია. 1860 წელს ქუთაისში გახსნა ამიერკავკასიაში პირველი ლიქიორ–არყის ქარხანა; 1865 წელს აბორიგენული მცენარეებისა და ღვინის მასალისაგან შექმნა ქართული კონიაკის, ლიქიორის, რომის, სამკურნალო და მწარე არყის მრავალი სახეობა; იყო ბრიუსელში მუდმივი მსოფლიო გამოფენის და 50–მდე საერთაშორისო გამოფენის მონაწილე; მის მიერ შექმნილ სასმელებს მიღებული აქვს 100–ზე მეტი ჯილდო, მათ შორის 49 ოქროსა და ვერცხლის მედალი. ნატურალურ კავკასიურ კონიაკს მიღებული აქვს 23 ჯილდო (პირველი პარიზში 1878 წელს). "ხელოვნური კონიაკი N3" 9 ჯილდო და "ძველისძველ კონიაკს" ერთი ჯილდო (ფილადელფია 1876 წელი). იყო XIX საუკუნეში სამეცნიერო კონგრესისა და "საერთაშორისო ევროპულ სამეცნიერო საზოგადოებათა" ამპელოგრაფიისა და მეღვინეობის კონკურსების მონაწილე. დაჯილდოებულია მრავალი ქვეყნის ორდენით. ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.461; უცნობი ქუთაისი: hi-in.facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |