შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაურ ბოლქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი, სოფელი გუთური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1956 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალ "ცისკარსა" და "ნიანგში"; იყო ჟურნალ "პირველი სხივის" პასუხისმგებელი მდივანი, ჟურნალ "ნიანგის ბიბლიოთეკის" სერიის სატირულ–იუმორისტული ნაწარმოებების კრებულების და ბუკლეტის "ნიანგი გზაჯვარედინზე" რედაქტორი; მას ეკუთვნის ლექსთა კრებულები: "ღელვის დასაწყისი" (1961), "ლექსები"(1964), "საქართველოს სასიცოცხლოდ" (1975) და სხვ. ავტორია სატირულ–იუმორისტული მოთხრობებისა. თარგმნა ტარას შევჩენკოს, ნიკოლოზ ტიხონოვის, ბელა ახმადულინას, იანკა კუპალას ლექსები. მისი ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.461 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |