შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ბოლქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ვალიდა ივანე პრესტიანის ფილმში "სამი სიცოცხლე" (გიორგი წერეთლის "პირველი ნაბიჯის" მიხედვით, 1923 წელი), ქეთო("ხანუმა", 1926 წელი), მერი("თავადის ასული მერი", 1927 წელი), ტელემაკის ქალიშვილი("ჯანყი გურიაში", 1929 წელი), პროკურორის ცოლი("საკანი № 79", 1930 წელი) და სხვ. 1938 წლიდან მუშაობდა რადიოკომიტეტში, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. ქართველი კინომსახეობი; იგი იმ მსახიობთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს ქართულ კინოხელოვნებას. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.461; georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |