შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ბოლქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1940 წელს. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1949 წლიდან ს. ჭანბას სახელობის სოხუმის ქართული დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ქსენია(ლავრენიოვის "რღვევა"), გულიკო (ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი"), სმერალდინა (გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), ნინო (მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი"), კატრინი(შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ლილი ბელი (პატრიკის "უცნაური მისის რევიკი"), ნასტია გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში"), მარგარიტა(ფრანსის "მუნჯი ცოლი") და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I. –თბ., 1997.–გვ.461; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.97; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.137 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |