The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ ბოლქვაძე

თინათინ ბოლქვაძე
დაბადების თარიღი:29 ნოემბერი, 1918
გარდაცვ. თარიღი:11 მარტი, 2003  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1940 წელს.

იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1949 წლიდან ს. ჭანბას სახელობის  სოხუმის ქართული დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ქსენია(ლავრენიოვის "რღვევა"), გულიკო (ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი"), სმერალდინა (გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), ნინო (მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი"), კატრინი(შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ლილი ბელი (პატრიკის "უცნაური მისის რევიკი"), ნასტია გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში"), მარგარიტა(ფრანსის "მუნჯი ცოლი") და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I. –თბ., 1997.–გვ.461; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.97; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.137

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1976 - აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი
  • 1971 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: