The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ბოლქვაძე

ლევან ბოლქვაძე
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1924
გარდაცვ. თარიღი:20 ივნისი, 1986  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1940–1945წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1956 წელს დაამთავრა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი.

1945–1956წწ. იყო პოლიტპატიმარი; 1956 წელს იქნა რეაბილიტირებული. 1963–1966წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე მასწავლებლად; 1966 წლიდან იყო ქართული ენციკლოპედიის სალიტერატურო კონტროლის რედაქციის უფროსი სამეცნიერო რედაქტორი, 1969 წლიდან ქართული ენციკლოპედიის სალიტერატურო კონტროლის რედაქციის გამგე. 1961 წელს მისი პიესა "უცნაური სტუმრები" დაიდგა თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში. თარგმნილი აქვს ბორის პასტერნაკის "წერილები ქართველ მეგობრებს"(1961 წელი), კაზის საიას "ჯადოსნური სათვალე"(1974 წელი), ივანე ტურგენევის "მუმუ"(1982 წელი) და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.461

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: