The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



გრიგოლ დადიანი

დაბადების თარიღი:1760
გარდაცვ. თარიღი:1822  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ოდიშის მთავრის კაცია დადიანის ხელშეწყობით აღადგინა და მოაშენა ცაიშის მონასტერი, შეაკეთა მთავარი ტაძარი და შესძინა სამღვდელმსახურო ინვენტარი და წიგნები; ააშენა ქვის სამრეკლო, ასევე სახლები მღვდლებისათვის და სხვა სასულიერო პირთათვის; მონასტერს შემოავლო გალავანი; დიდ ყურადღებას უთმობდა ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნების შეკრებას, წიგნსაცავის შექმნას; სხვადასხვა დროს მონასტერს აუშენა 4 ტაძარი; თავისივე მამულში ააგო სასახლე და მოაწყო კარის ეკლესია; იქვე დააარსა სასწავლებელი; ააგო საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობები; თავისი სახსრებით დაიხსნა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მაჰმადიანთა მიერ გატაცებული ტყვეები; დიდი სამისიონერო საქმიანობა გასწია აფხაზთა დასაბრუნებლად ქრისტიანულ სარწმუნოებაზე; 1822 წლის 19 იანვარს შედგენილ მის ვრცელ ანდერძში საინტერესო ცნობებია იმდროინდელ დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ მდგომარეობაზე; ცაიშის ეპისკოპოსი, მოგვიანებით მიტროპოლიტი, განმანათლებელი, მისიონერი, ქველმოქმედი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.153


გააზიარე: