The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



გრიგოლ დადიანი

დაბადების თარიღი:1824
გარდაცვ. თარიღი:12 ოქტომბერი, 1907  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ჭყონდიდის საკათედრო ტაძარი, მარტვილი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნია, სოფელი ქვიშხორი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

1845 წელს 1 იანვარს იგი მორჩილად გაამწესეს; 1849 წლის აპრილში ბერად აღიკვეცა; 1850 წელს თავისივე თხოვნით თბილისის ფერიცვალების მონასტერში გადაიყვანეს; 1852 წელს ეგზარქოსმა ისიდორემ მღვდელმონაზვნად აკურთხა; 1857 წელს სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმონაზვნად გაამწესეს; 1858-1862წწ. იყო ბიჭვინთის, შემდეგ აბჟუას ოლქის მთავარხუცესი; 1862 წელს სოხუმის საკათედრო ტაძრის იღუმენად დანიშნეს; 1879 წელს დავით–გარეჯის მონასტრის წინამძღვარი გახდა; 1886 წელს რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით ეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭეს და გურია–სამეგრელოს ეპისკოპოსად აკურთხეს; იგი გამუდმებით ზრუნავდა თავის ეპარქიაში სასულიერო განათლების სრულყოფაზე; ამ მიზნით სოფელ ბანძაში გახსნა 2 წლიანი სამრევლო სკოლა; იგი წინ აღუდგა რუსეთის რეაქციულ პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოსაგან სამეგრელოს ჩამოშორებას; მისი და იქაური მრევლის წინააღმდეგობის გამო რუსეთმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ გრიგოლი არასაიმედო პიროვნებად მიიჩნია, ეპარქია ჩამოართვა და საცხოვრებლად თავდაპირველად გელათის, შემდეგ კი მარტვილის მონასტერი მიუჩნია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.153

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველო–იმერეთის სინოდალური კანტორა, წევრი (1875-)

გააზიარე: