The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე გრიგოლია

დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1879
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 1976  (97 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: აბაშის რაიონი, სოფელი საჭილაო.

დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1910 წელს.

1914 წელს მისი თაოსნობით სოხუმში გაიხსნა ინფექციური საავადმყოფო და ქალაქის II საავადმყოფო; 1924-1926წწ. აფხაზეთში ჩატარდა მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებები; შეიქმნა სამკურნალო–პროფილაქტიკურ დაწესებულებათა ფართო ქსელი; 1925 წლიდან მისი ხელმძღვანელობით დაიწყო აფხაზეთის კლიმატური და ბალნეოლოგიური რესურსების გამოვლენა და შესწავლა; 1938 წელს სოხუმში მისი თაოსნობით გაიხსნა კურორტოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც 1947-1970წწ. თვითონვე ხელმძღვანელობდა; აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; თერაპევტ–კურორტოლოგი, საკურორტო საქმის ორგანიზატორი აფხაზეთში, პროფესორი (1946).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.155

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1950 - აფხაზეთის ასსრ დამსახურებული ექიმი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: