შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ უკლება![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს; საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის აკადემია, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი (მოსკოვი) 1985 წელს. 1978-1982წწ. იყო ზოოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1989წწ. ერაყში სსრკ სავაჭრო წარმომადგენლობის უფროსი ეკონომისტი; 1990-1992წწ. მოსკოვის საგარეო ეკონომიკური გაერთიანება "ვოსტოკინტორგის" ინჟინერი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის მთავარი სამმართველოს პირველი მდივანი, სამმართველოს უფროსი; 1991-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; 1992-1998წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 1998-2001წწ. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი; 2001-2004წწ. საქართვლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2004-2005წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2005-2008წწ. საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში; 2008-2012წწ. საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში; 2012–2013წწ. საქართვლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2013-2017წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში; 2014-2017წწ. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სუამ-ში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2018 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 312; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.152 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |