The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ უკლება

მიხეილ უკლება
Date of birth:15 April, 1953  (71 years)
Category:Biologist, Diplomat, Economist, Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს; საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის აკადემია, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი (მოსკოვი) 1985 წელს.

1978-1982წწ. იყო ზოოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1989წწ. ერაყში სსრკ სავაჭრო წარმომადგენლობის უფროსი ეკონომისტი; 1990-1992წწ. მოსკოვის საგარეო ეკონომიკური გაერთიანება "ვოსტოკინტორგის" ინჟინერი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის მთავარი სამმართველოს პირველი მდივანი, სამმართველოს უფროსი; 1991-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; 1992-1998წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 1998-2001წწ. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი2001-2004წწ. საქართვლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2004-2005წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2005-2008წწ. საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში; 2008-2012წწ. საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში; 2012–2013წწ. საქართვლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2013-2017წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში; 2014-2017წწ. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სუამ-ში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2018 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 312; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.152

Member of Organizations

  • ევროკავშირთან თანამშრომლობის კომისიის ქართული დელეგაცია, პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების მოსამზადებელი ქართული დელეგაცია, ხელმძღვანელი (1994-1998)
  • მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ საქართველო-რუსეთის ჩარჩო ხელშეკრულების მოსამზადებელი ჯგუფი, ხელმძღვანელი (2001-2004)
  • რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივი მოლაპარაკებების საქართველოს დელეგაცია, თავმჯდომარე (1992-1997)
  • საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია , თავმჯდომარე (1996-1998)
  • საქართველო-ევროკავშირის კომიტეტის ქართული დელეგაცია, ხელმძღვანელი (1994-1997)
  • საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ქართული დელეგაცია, ხელმძღვანელი (1997-)
  • საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე სიტუაციის დარეგულირებისთვის შექმნილი კომისია, თავმჯდომარე (1997-1998)
  • საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების კომისია , თავმჯდომარე (1995-2000)
  • საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში სრულფასოვანი ჩართვის ეროვნული კომისია, თავმჯდომარე (2004-2005)
  • საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე, რუსეთის ჯარების მიერ დროებით მფლობელობაში მყოფი უძრავი და მოძრავი ქონების ინვენტარიზაციის სახელმწიფო კომისია, თავმჯდომარე (1996-1998)
  • საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის დროებითი შეთანხმების მოსამზადებელი ჯგუფი, ხელმძღვანელი (1997-1998)
  • სუამი(რეგიონალური ორგანიზაცია), ეროვნული კოორდინატორი საქართველოს მხრიდან (2004-2005)

Awards and Honors

  • 2012 - ბულგარეთის რესპუბლიკის უმაღლესი, პირველი კლასის "სტარა პლანინას" ორდენი
  • 2008 - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი

Share: