The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მინდია უგრეხელიძე

მინდია უგრეხელიძე
Date of birth:19 May, 1942  (81 years)
Category:Public official, Lawyer, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1963 წელს.

1963-1976წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში ჯერ უმცროსი, შემდეგ კი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე; 1975 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრის დოცენტი, ხოლო 1995 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე სამართლის კათედრის გამგე. 1983 წელს დაინიშნა საქართველოს კპცკ-ის მეცნიერებისა და სასაწავლებლების განყოფილების გამგის მოადგილედ; 1986 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორია; 1988-1990წწ. იყო გაზეთ "კომუნისტის", 1990 წლიდან კი - გაზეთ "ახალი საქართველო'' -ს რედაქტორი; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1999-2009წწ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პირველი ქართველი მოსამართლე; 2009 წლიდან ევროსაბჭოს სისტემაში მოქმედი თბილისის პოლიტიკური სკოლის ექსპერტი; 2021 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი. საქართველოში და საზღვარგარეთ ქართულ და უცხოურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 70-მდე ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია (1991), უმაღლესი კვალიფიკაციის მოსამართლის წოდება (1991), არის ქ. ოსტინის (აშშ) საპატიო მოქალაქე (1991), ქ. ჰიუსტონის (აშშ) საპატიო მოქალაქე (1991), ქ. პასადენას (აშშ) საპატიო მოქალაქე (1996). იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 312; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.324; ექსკლუზივ ნიუსი: exclusivenews.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.220

Member of Organizations

  • იურისტთა მსოფლიო ასოციაცია, წევრი (2009-)
  • საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია, წევრი (2009-)
  • საქართველოს იუსტიციის საბჭო, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო, თავმჯდომარე (1990-1999)
  • საქრთველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქრთველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისია, წევრი (1990-1991)
  • სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (2009-)
  • ქართული ენციკლოპედიის საგამომცემლო საბჭო, წევრი (1994-)

Awards and Honors

  • 2022 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ღირსების ორდენი
    სახელმწიფოს აღმშენებლობისა და სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის

Bibliography


Share: