The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუდ ბოლქვაძე

დაბადების თარიღი:17 თებერვალი, 1927
გარდაცვ. თარიღი:2 იანვარი, 1989  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქედის რაიონი, სოფელი აქუცა.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1949 წელს.

1949 წლიდან მონაწილეობას ღებულობდა სამხატვრო გამოფენებში; მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: ივანე ჯავახიშვილის, დავით კლდიაშვილის, ვლადიმერ მაიაკოვსკის პორტრეტები, "ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტი" (1956 წელი), "კოლმეურნე" (1958 წელი), "ქალის პორტრეტი" (1972 წელი). ავტორია მრავალფიგურიანი კომპოზიციისა "ხორუმი" (1956 წელი). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.461

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე (1968-1982)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • 1961 - აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: