The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ბოლქვაძე

სიმონ ბოლქვაძე
დაბადების თარიღი:10 მარტი, 1913
გარდაცვ. თარიღი:3 დეკემბერი, 1994  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1940 წელს.

1949 წლიდან მუშაობდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში; 1971–1989წწ. იყო ამავე მუზეუმის დირექტორის მოადგილე–მთავარი მცველი; აწყობდა სამუზეუმო ექსპოზიციებს იოსებ გრიშაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა სახლ–მუზეუმში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის კაბინეტში, ზუგდიდის მუზეუმში და სხვ. ავტორია ქართულ ენციკლოპედიაში დაბეჭდილი სტატიებისა. II მსოფლიო ომის მონაწილე. მიღებული აქვს მედლები: "საბრძოლო დამსახურებისათვის", "კავკასიის დაცვისათვის" და "გერმანიაზე გამარჯეებისათვის".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.461;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ.18

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: