შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ესტატე ბოსლეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სვირი, ზესტაფონის რაიონი. სწავლობდა ქუთაისის და თბილისის სასულიერო სემინარიებში. მუშაობდა გაბრიელ ეპისკოპოსის კანცელარიაში მდივნად; 1874 წლიდან იბეჭდებოდა "ივერიასა"და "დროებაში"; 1882–1883წწ. იყო ქუთაისის გაზეთ "შრომის" თანამშრომელი. ავტორია "ქუთათური ფელეტონებისა", სადაც აშუქებდა ქუთაისის საზოგადოებრივ–კულტურულ ცხოვრებას. კრიტიკულ–პუბლიცისტური წერილებში ეხება ეკონომიკის საკითხებსაც. 80–იანი წლების დასაწყისში აქტიურად მონაწილეობდა ქართული პრესის ფურცლებზე ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებზე გამართულ დისკუსიებში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.469; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.129 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |