The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო გრიგოლია

ლადო გრიგოლია
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ გრიგოლია
დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1903
გარდაცვ. თარიღი:11 იანვარი, 1977  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სეფიეთი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1930 წელს.

აკადემიაში სწავლის პერიოდში ერთდროულად მუშაობდა იაკობ ნიკოლაძის ქანდაკების სახელოსნოში და იოსებ შარლემანის გრაფიკის სტუდიაში; 1928 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; 1920-1930 წლებში ძირითადად მუშაობდა როგორც მოქანდაკე. 1932 წლიდან მუშაობდა გრაფიკაში, შექმნილი აქვს შრიფტის მრავალი გარნიტურა და წიგნის სამკაულები, რომლებიც ძველქართულ ხელნაწერებსა და ნაბეჭდი წიგნების დეკორის მასალას დააფუძნა; მან შექმნა წიგნის მორთულობის ახალი კომპოზიციები, ქართული შრიფტის ახალი ვარიანტები. მისი ნაშრომი "ქართული კონსტრუქციული და აკადემიური შრიფტი" დაედო საფუძლად სამხატვრო აკადემიაში შრიფტის სწავლების დისციპლინას; 1933 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; გაფორმებული აქვს 100-ზე მეტი წიგნი; მის მიერ მხატვრულად გაფორმებულია უნიკალური გამოცემები: "ვეფხისტყაოსანი" (1937), აკაკი წერეთელი (1940), ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო გამოცემა, ქართული პოეზიის ანთოლოგია ინგლისურ ენაზე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, გალაკტიონ ტაბიძის, კონსტანტინე გამსახურდიას წიგნები; დახატული აქვს გიორგი სააკაძისა და გრიგოლ ორბელიანის პორტრეტები; შექმნა კამერული ქანდაკებები: "სამშობლო" (1928), "ქალიშვილის თავი" (1928), "ქართველი ქალი" (1928), შოთა რუსთაველის ძეგლის პროექტი (1936). 1934 წელს, ლადო გრიგოლიას ექსლიბრისს, ერთადერთს საბჭოთა გრაფიკოსებიდან მიენიჭა საპატიო დიპლომი წიგნების საერთაშორისო გამოფენაზე კალიფორნიაში; 1958 წელს, ლადო გრიგოლიამ უხელმძღვანელა და მხატვრულად გააფორმა მოსკოვში, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადის პროგრამა: მან შექმნა გერბი და მრავალი პლაკატი – მისმა  დიზაინმა დიდი წარმატება მოუტანა პროგრამას.  მხატვრის საცხოვრებელ სახლში (კ. ქუთათელაძის ქუჩა, N4) მხატვრის სახელოსნოა, სადაც ინახება ხელოვანის არქივი და საინტერესო შემოქმედებითი მემკვიდრეობა. მხატვარ ინა დივნოგორცევა-გრიგოლიას მეუღლე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.155; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მხატვართა გაერთიანება "სარმა", წევრი (1930-1932)
  • ქართველ ხელოვანთა საზოგადოება, წევრი (1928-1929)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1969 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1958 - საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: