The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ტყეშელაშვილი

მერაბ ტყეშელაშვილი
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1964  (59 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1987 წელს.

1987-1991წწ. იყო "თბილქალაქპროექტის" არქიტექტორი; 1992-1994წწ. რუსთავის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარი არქიტექტორი; 1994-1995წწ. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე ქვემო ქართლის მხარეში; 1995-1999წწ. ქ. რუსთავის მერი; 1999-2002წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №20 რუსთავის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 311; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge.; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.323

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი, წევრი (2000-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების საკოორდინატორო საბჭო, საბჭოს თავმჯდომარე (2001-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", ფრაქციის თავმჯდომარე (2001-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-1999)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირის რუსთავის ორგანიზაცია, საბჭოს წევრი

გააზიარე: