შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ტყეშელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს; 2006 წელს დაამთავრა ემორის უნივერსიტეტი, მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი სამართალში. 1999-2003წწ. მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2006წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2006 წელს დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად; 2007-2008წწ. საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრი; 2008-2009წწ. სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში; 2009 წელს სათავეში ჩაუდგა, ახლად შექმნილ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. 2005 წელს იყო ედმუნდ მასკის სტიპენდიანტი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 310; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.323; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |