შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე გრიგოლია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ზუგდიდის რაიონი, სოფელი ჭითაწყალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ისტორიული განყოფილება 1930 წელს. 1936-1953წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ გამგედ; ამავე პერიოდში კითხულობდა ლექციების კურსს თბილისისა და ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში; 1942 წლიდან გარდაცვალებამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იკვლევდა ქართველ წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის საკითხებს; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1961). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.156 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |