The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცისანა ტატიშვილი

ცისანა ტატიშვილი
დაბადების თარიღი:30 დეკემბერი, 1939
გარდაცვ. თარიღი:23 სექტემბერი, 2017  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი 1963 წელს.

1963 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. აქვს სრული დიაპაზონის, მოქნილი, ტექნიკურად სრულყოფილი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი ხმა. გამოდიოდა მოსკოვის დიდი თეატრის და პეტერბურგის მარიას თეატრის სცენებზე. გასტროლებს მართავდა ევროპის მრავალ ქალაქში: ვილნიუსი, რიგა, კიშინოვი, კიევი, ოდესა, მინსკი, სოფია, ბუდაპეშტი, ვარშავა, ბერლინი(დოიჩე ოპერა, კომიშე ოპერა), ბონი, მიუნჰენი, კიოლნი, ბაზელი, ათენი, ლისაბონი, ლონდონი, პრაღა, ვენა, ბუსეტო; ასევე, თბილისთან დამეგობრებული ქალაქების საოპერო თეატრების სცენებზე ნამღერი აქვს ფართო ევროპული რეპერტუარი. რეპერტუარი: ეთერი, მარო (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ლიზა (პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი"), ლეონორა, ამნერისი, დეზდემონა, ამელია, ელიზავეტა, ებოლი(ჯ. ვერდის: "ტრუბადური", "აიდა", "ოტელო", "ბალ-მასკარადი", "დონ კარლოსი", "რექვიემი" ), ტოსკა(ჯ. პუჩინის "ტოსკა"), სანტუცა(პ. მასკანის "სოფლის პატიოსნება"), სენტა, ჰერტრუდა(რ. ვაგნერის "მფრინავი ჰოლანდიელი", "ლოენგრინი"), ლაურეტა(ჯ. პუჩინი "ჯანის კიკი"), სალომეა(რ. შტრაუსის "სალომეა") და სხვა. ც. ტატიშვილი, რ. შტრაუსის "სალომეას" პარტიის ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო შემსრულებელია ყოფილ საბჭოთა კავშირში, ამიტომ მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში, მონსერატ კაბალიესთან და ბირგიტ ნილსონთან ერთად, სალომეას შემსრულებელთა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია შესული. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წინ, ცისანა ტატიშვილის სახელობითი ვარსკვლავი 2010 წელს გაიხსნა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური კათედრის პროფესორი, ლირიკო-დრამატული სოპრანო.

 წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 308

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2012 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 2010 - ღირსების ორდენი
  • 1987 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1979 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1979 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1973 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • შვეიცარიის საპატიო ორდენის კავალერი
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემია

გააზიარე: