Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ცისანა ტატიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი 1963 წელს. 1963 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. აქვს სრული დიაპაზონის, მოქნილი, ტექნიკურად სრულყოფილი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი ხმა. გამოდიოდა მოსკოვის დიდი თეატრის და პეტერბურგის მარიას თეატრის სცენებზე. გასტროლებს მართავდა ევროპის მრავალ ქალაქში: ვილნიუსი, რიგა, კიშინოვი, კიევი, ოდესა, მინსკი, სოფია, ბუდაპეშტი, ვარშავა, ბერლინი(დოიჩე ოპერა, კომიშე ოპერა), ბონი, მიუნჰენი, კიოლნი, ბაზელი, ათენი, ლისაბონი, ლონდონი, პრაღა, ვენა, ბუსეტო; ასევე, თბილისთან დამეგობრებული ქალაქების საოპერო თეატრების სცენებზე ნამღერი აქვს ფართო ევროპული რეპერტუარი. რეპერტუარი: ეთერი, მარო (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ლიზა (პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი"), ლეონორა, ამნერისი, დეზდემონა, ამელია, ელიზავეტა, ებოლი(ჯ. ვერდის: "ტრუბადური", "აიდა", "ოტელო", "ბალ-მასკარადი", "დონ კარლოსი", "რექვიემი" ), ტოსკა(ჯ. პუჩინის "ტოსკა"), სანტუცა(პ. მასკანის "სოფლის პატიოსნება"), სენტა, ჰერტრუდა(რ. ვაგნერის "მფრინავი ჰოლანდიელი", "ლოენგრინი"), ლაურეტა(ჯ. პუჩინი "ჯანის კიკი"), სალომეა(რ. შტრაუსის "სალომეა") და სხვა. ც. ტატიშვილი, რ. შტრაუსის "სალომეას" პარტიის ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო შემსრულებელია ყოფილ საბჭოთა კავშირში, ამიტომ მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში, მონსერატ კაბალიესთან და ბირგიტ ნილსონთან ერთად, სალომეას შემსრულებელთა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია შესული. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წინ, ცისანა ტატიშვილის სახელობითი ვარსკვლავი 2010 წელს გაიხსნა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური კათედრის პროფესორი, ლირიკო-დრამატული სოპრანო. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 308 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |