The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ტატაშიძე

ზურაბ ტატაშიძე
დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:12 ივნისი, 2011  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1951 წელს; 1951-1954წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.

1954-1957წწ. იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი; 1957-1958წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1958-1960წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1975-1990წწ. კარსტოლოგია-სპელეოლოგიის განყოფილების გამგე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგიის კათედრის გამგე; 1990-1993წწ. გეოგრაფიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 1993 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი. 1980 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგიის კათედრის გამგედ. ავტორია 300-მდე სამეცნიერო ნაშრომისა. მის სამეცნიერო მოღვაწეობაში უმთავრესი ადგილი ეთმობა საქართველოსა და, საერთოდ, მთიანი ქვეყნების კარსტის პრობლემების კვლევას; მან გაამდიდრა გეოგრაფიული მეცნიერება ახალი სპელეოლოგიური აღმოჩენებით და დასკვნებით; მისმა ნაშრომებმა არსებითად განსაზღვრეს საქართველოს ახალი, პერსპექტიული სამეცნიერო მიმართულების - მღვიმეთმცოდნეობის დაფუძნება. მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით ჩვენს ქვეყანაში აღმოჩენილი და შესწავლილი მრავალრიცხოვანი მღვიმეებიდან, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობენ ახალი ათონის, მჭიშთას, წყალტუბოს და სხვ. უნიკალური მღვიმური სისტემები. განათლების სამინისტროსთან არსებული გეოგრაფიის სასწავლო მეთოდსაბჭოს თავმჯდომარე, საერთაშორისო და რესპუბლიკის სამეცნიერო საბჭოების, სარედაქციო კოლეგიების წევრი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1979). მიღებული აქვს საქართველოს საპატრიარქოს სიგელი (2008).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდინარე ყვირილას აუზის გეომორფოლოგიისათვის", დაიცვა 1955 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს კარსტული სიღრუეების მორფოლოგიური ანალიზი", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 307; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.239-240; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.56

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული სპელეოლოგიური საზოგადოება, პრეზიდენტი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1977 - სსრკ სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: