შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან ტაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ალამბარი, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექნიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1980 წელს. 1981-1983წწ. იყო რაციონალიზატორთა და გამომგონებელთა აჭარის საოლქო საბჭოს კონსულტანტი; 1983-1985წწ. ბათუმის სამედიცინო სასწავლებლის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1985-1988წწ. კომკავშირის ბათუმის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი; 1988-1989წწ. საქართველოს კომუნისტური პარტიის ბათუმის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი; 1989-1991წწ. საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის ლექტორი, ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე; 1991-1996წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქათველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 306; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.319; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |