შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ სხირტლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1985 წელს. 1986-1996წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კანონთა წიგნის მომზადების რედაქციის რედაქტორი, სამინისტროს უფროსი კონსულტანტი, მთავარი კონსულტანტი, კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების უფროსი; 1996-1998წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში - საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი; 1998-1999წწ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 1999 წლის მაისი-ივლისი თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 1999 წლის 20 ივლისიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; 2009 წლის 20 ივლისიდან განმეორებითი ვადით არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. არის ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის და ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელოების თანაავტორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 305; საქართველოს უზენაესი საქართველო: supremecourt.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |