Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კობა სუჯაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ყაზბეგი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ა. პუშკინის სახ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1965 წელს. 1964 წელს იყო რუსთავის I საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი; 1965-1969წწ. თბილისის 70-ე საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი; 1969-1971წწ. თბილისის განათლების განყოფილების სასკოლო ინსპექტორი; 1971-1973წწ. 67-ე საშუალო სკოლის დირექტორი; 1973-1977წწ. ისნის რაიონის განათლების განყოფილების გამგე; 1976-1978წწ. სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის ასისტენტი; 1977-1979წწ. სახალხო განათლების ინსპექციის უფროსი; 1979-1983წწ. განათლების სამინისტროს სკოლების სამმართველოს უფროსი; 1983-1985წწ. კპ ცკ-ს მეცნიერებისა და სასწავლო დაწესებულებათა განყოფილების ინსტრუქტორი; 1985-1989წწ. თბილისის სახალხო განათლების სამმართველოს უფროსი; 1989-1990წწ. განათლების მინისტრის მოადგილე; 1991-1995წწ. სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის დირექტორის I მოადგილე; 1995 წლიდან განათლების სამინისტროს საშუალო განათლების სამმართველოს უფროსი. 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოქვეყნებული აქვს 4 სამეცნიერო ნაშრომი სახალხო განათლების სისტემის მართვის საკითხებზე. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1982). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 304; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 318 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |