The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ სუხიშვილი

თენგიზ სუხიშვილი
დაბადების თარიღი:21 ივლისი, 1938
გარდაცვ. თარიღი:25 მარტი, 2007  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი 1961 წელს.

1953 წლიდან საქართველოს ქართული ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი სოლისტი; 1971 წლიდან მოცეკვავე-ბალეტმაისტერი; 1985 წლიდან დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული სოლო პარტიები ცეკვებში:  "სიმდი", "ქაჯეთის აღება", "ხონგა", "ხევსურული", "შეჯიბრი" და სხვა. დადგმები: "ხონგა", "მხედრული", "მთიულური", "შეჯიბრი", "გამარჯვება", "ანანური" და სხვა.

 წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 304; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.283

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსთაველის პრემიის მიმნიჭებელი კომიტეტი, წევრი (1993-)
  • საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირი, თავმჯდომარე (1992-)
  • ფოლკლორის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს განყოფილება, პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1995 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1982 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1971 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: