შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რობერტ სტურუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1961 წელს. 1961-1979წწ. იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი; 1979-1982წწ. მთავარი რეჟისორი; 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 2011 წლიდან მოსკოვის თეატრის "Et Cetera"-ს მთავარი რეჟსორი; 2013 წლიდან თბილისისში გახსნა საკუთარი თეატრი "ფაბრიკა"; რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმული აქვს ასამდე სპექტაკლი. სტურუას სპექტაკლებმა რუსთაველის თეატრს და თავად რეჟისორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მის დადგმებს სენსაციურს უწოდებენ. სტურუას ყველაზე გახმაურებული სპექტაკლებია: ა. მილერის "სეილემის პროცესი"(1965), დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი(თ. ჩხეიძესთან ერთად), ა. ცაგარელის "ხანუმა"(1968), პ. კაკაბაძის "ყვარყვარე", ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე", შექსპირის "რიჩარდ III", "მეფე ლირი", კალდერონის "ცხოვრება სიზმარია"(1992), ბრეხტის "სეჩუანელი კეთილი ადამინი"(1993), "იაკობის სახარება"(1995, გოგებაშვილის "დედა ენის" მიხედვით), გრ. რობაქიძის "ლამარა"(1996). შექსპირის 37 პიესიდან 17 დადგმული აქვს რუსთაველის სცენაზე და მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 302; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.191; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.105 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |