The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რობერტ სტურუა

რობერტ სტურუა
დაბადების თარიღი:31 ივლისი, 1938  (85 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1961 წელს.

1961-1979წწ. იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი; 1979-1982წწ. მთავარი რეჟისორი; 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 2011 წლიდან მოსკოვის თეატრის "Et Cetera"-ს მთავარი რეჟსორი; 2013 წლიდან თბილისისში გახსნა საკუთარი თეატრი "ფაბრიკა"; რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმული აქვს ასამდე სპექტაკლი. სტურუას სპექტაკლებმა რუსთაველის თეატრს და თავად რეჟისორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მის დადგმებს სენსაციურს უწოდებენ. სტურუას ყველაზე გახმაურებული სპექტაკლებია: ა. მილერის "სეილემის პროცესი"(1965), დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი(თ. ჩხეიძესთან ერთად), ა. ცაგარელის "ხანუმა"(1968), პ. კაკაბაძის "ყვარყვარე",  ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე", შექსპირის "რიჩარდ III",  "მეფე ლირი", კალდერონის "ცხოვრება სიზმარია"(1992), ბრეხტის "სეჩუანელი კეთილი ადამინი"(1993), "იაკობის სახარება"(1995, გოგებაშვილის "დედა ენის" მიხედვით), გრ. რობაქიძის "ლამარა"(1996). შექსპირის 37 პიესიდან 17 დადგმული აქვს რუსთაველის სცენაზე და მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 302; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.191; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.105 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის პრემია
  • 2009 - ილიას მედალი, "მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა"
    ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის
  • 2002 - კონსტანტინე სტანისლავსკის სახელობის პრემია
  • 2000 - რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია
  • 1999 - ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის პრემია
  • 1998 - რუსეთის თეატრალური საზოგადოების პრემია "თოლია", ყველაზე ორიგინალური რეჟისორული ინტერპრეტაციისთვის
  • 1998 - ფესტივალ "ბალტიური სახლის" მთავარი პრემია
  • 1998 - რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, პრეზიდენტის ოქროს მედალი
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ლოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვისთვის
  • 1998 - ჩაპლინ-კლუბის პრემია
  • 1997 - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია
  • 1996 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1988 - არგენტინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია
  • 1982 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1981 - იტალიური კრიტიკის პრემია
  • 1981 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1980 - ინგლისური კრიტიკის პრემია
  • 1979 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1976 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 1975 - ალბერტ შვაიცერის სახელობის საერთაშორისო პრემია

გააზიარე: