The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ბუაჩიძე

დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს.

მუშაობდა თელავის რაისაავადმყოფოში, მოსკოვის ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში; იყო თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს სისხლძარღვთა და საველე ქირურგიის განყოფილების თანამშრომელი; სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიული კლინიკა "კარაბადინის" დირექტორი. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია "კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერება"(რუსულ ენაზე). ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ემბოლიისა და თრომბოზის კომბინირებული მკურნალობა",  დაიცვა 1987 წელს მოსკოვში.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.48; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.66

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: