The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ბოკუჩავა

დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1929  (95 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1952 წელს.

1952–1968წწ. მუშაობდა ჩარხთმშენებელ ქარხანაში ინჟინერ–ტექნოლოგად; 1968–1974წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თვითმფრინავთმშენებლობის კათედრის გამგე; 1974–1981წწ. მეტროლოგიის საშუალებათა ავტომატიზაციის საკავშირო სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1981–1988წწ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი; 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა ლაბორატორია "სტარტს". მანქანათმშენებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1985). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.455

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: