შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ ბოკერია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1926 წელს. 1947-1974წწ. იყო ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის გამგე; 1974-1975წწ. ამავე კათედრის კონსულტანტი; შეისწავლა ქრომაფინული სისტემის განვითარება ბავშვებში და მისი ცვლილებები ბავშვთა ზოგიერთი დაავადების დროს, სასუნთქი გზების დაავადებანი ბავშვებში, ბავშვთა ტუპერკულოზის თავისებურებანი და სხვ. იკვლევდა მუცლადყოფნის დროს განვითარებულ ბავშვთა დაავადებებისა და სიკვდილიანობის მიზეზებს. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1950). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.455 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |