The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ გრიგორაშვილი

გრიგოლ გრიგორაშვილი
დაბადების თარიღი:18 ივლისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:12 ივნისი, 1962  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1928 წელს; სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში 1928-1933წწ.

1934 წლიდან იყო თბილისის საოპერო სტუდიის, ხოლო სიცოცხლის ბოლომდე თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეარტის სოლისტი; შესრულებული აქვს 50–ზე მეტი პარტია, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: მეფე გიორგი (მელიტონ ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"), მეფისტოფელი (გუნოს "ფაუსტი"), ენგიჩარი (ზ. ფალიაშვილის "ლატავრა"), აბიო(ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), მეწისქვილე (დარგომიჟსკის "ალი"), მეფე ბორისი (მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), კოჩუბეი (ჩაიკოვსკის "მაზეპა"), დონ ბაზილიო (როსინის "სევილიელი დალაქი"); გადაღებულია კინოფილმ – "ჯურღაის ფარში" (1944); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ოპერის მომღერალი (ბანი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.159

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1950 - სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: