The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბოკერია

დაბადების თარიღი:20 მაისი, 1868
გარდაცვ. თარიღი:24 მარტი, 1947  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: აბაშის რაიონი, სოფელი გეზათი.

დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია 1889 წელს.

მუშაობდა ჩოხატაურის, სამიქაოს, ძველი სენაკის, ქუთაისის და ხონის სკოლებში მასწავლებლად; იყო ფოთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე, აბაშის მთლიანი შრომის და რკინიგზის სკოლების მასწავლებელი; 1911 წელს მუშაობდა აზერბაიჯანში. საქართველოში დაბრუნდა რუსეთის თვითმპყრობლობის დამხობის შემდეგ. მას ეკუთვნის შემდეგი ნარკვევები და წერილები: "სოფლად ყვავილ–ბატონების გავრცელების მიზეზები და მასთან ბრძოლა" (1885 წელი), "შემოდგომა გურიაში" (1899) და სხვ. თარგმნა ა. მაიკოვის პოემა "კლერმონტის კრება", ვ. ჟუკოვსკის "ხელთათმანი" (1899 წელი). საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.454

ბიბლიოგრაფია

  • იმედი : კრებული (ავტორი). - თბილისი, 2011. - 149გვ.

გააზიარე: