შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაიკლ გრეგორი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დერბენტი, დაღესტანი, რუსეთის იმპერია. სანკტ-პეტერბურგის კავშირგაბმულობის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა პილოტების ინსტრუქტორად. I მსოფლიო ომის დროს ოფიცრად მსახურობდა რუსეთის არმიაში. 1917 წელს რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა ახლადშექმნილ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და მუშაობა განაგრძო კავშირგაბმულობის გზების ინჟინრად. 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ გაემგზავრა შეერთებულ შტატებში. მიხეილმა მუშაობა დაიწყო როდ-აილენდის შტატის ერთ–ერთ პატარა ფირმაში საჰაერო ხრახნების კონსტრუქტორად. 1921 წელს ახალგაზრდა ქართველი ავიაკონსტრუქტორი დიზაინერად მიიწვია დეითონ-რითის კომპანიამ საჰაერო სამსახურის სამეცნიერო კვლევით და საფრენ–გამოსაცდელ ცენტრში ინჟინერ–კონსტრუქტორად, ხოლო 1923 წელს კურტის-რაითმა. 1926 წელს აშშ-ს მოქალაქეობა მიიღო, თავისი გვარი შეცვალა გრეგორად. 1928-1932 წლებში დააარსა თავისი ფირმა "Gregor Aircraft" და გამოუშვა ორიგინალური მსუბუქი თვითმფრინავი GR-1. ორი წლის შემდეგ, 1936 წელს მიხეილ გრეგორი მიიწვიეს კანადაში და Canadian Car and Foundry - სთვის შექმნა გამანადგურებელი FDB-1. მოწინავე ტექნოლოგიისა და ინოვაციური დიზაინის მიუხედავად, თვითმფრინავს მყიდველი არ გამოუჩნდა, ხოლო ერთადერთი პროტოტიპი ხანძრის დროს დაიწვა 1945 წელს. 1940 წელს კი, მიიწვიეს მთავარი კონსტრუქტორის მოადგილედ ფირმა "Chase Aircraft"-ში, სადაც მუშაობდა გარდაცვალებამდე. აქ ცნობილ რუს ინჟინერ მ. სტრუკოვთან ერთად შექმნა მრავალი სატვირთო–სადესანტო პლანერი და თვითმფრინავი, რომელთა შორის სადესანტო მოიერიშე თვითმფრინავი C-123 ("პროვაიდერი"). ავიაკონსტრუქტორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.159; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.52
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |