The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ გრიგორიანი

მიხეილ გრიგორიანი
Date of birth:2 October, 1940  (84 years)
Category:Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს.

 1959 წლიდან მუშაობდა თბილისის ს. შაუმიანის სახელობის სომხურ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად; საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა დამდგმელ რეჟისორად და მთავარ რეჟისორად თბილისის სომხურ სახელმწიფო დრამატულ თეატრში; მისი საუკეთესო დადგმებია: ნ. ზარიანის "მშვენიერი, არა", ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან", გ. სუნდუკიანის "ხათაბალა", ა. შირვანზადეს "ავი სული", ვ. ჰიოგოს "ანჟელო", ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი"; სპექტაკლები დადგა აგრეთვე თბილისის სანკულტურის, ზუგდიდის შ. დადიანის, ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის თეატრებში; სომეხი რეჟისორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.160

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1984 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: