შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კალე ბობოხიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1929 წელს. 20 წლის ასაკში ჟურნალ "პროლეტარულ მწერლობაში" გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი "მეზღვაური", რამაც პოპულარობა მოუტანა. მოგვიანებით გამოსცა პირველი კრებული "ინდუსტრიული ლირიკა", აღსანიშნავია ავტობიობრაფიული კრებული "რა მაწუხებდა, რა მახარებდა"; სხვადასხვა დროს მუშაობდა მასწავლებლად; იყო სახელმწიფო გამომცემლობის რედაქტორი, დიდი ღვაწლი დასდო საქართველოში საგამომცემლო საქმის განვითარებას; მან პირველმა გამოსცა ლ. ასათიანისა და ტ. გრანელის კრებულები, რისთვისაც საყვედური გამოუცხადეს და თანამდებობიდან გაათავისუფლეს; მის ლექსზეა დაწერილი სიმღერა "სავარდო და სამაისო"; თარგმნილი აქვს პუშკინის, ლერმონტოვის, შევჩენკოს, ისააკიანის, მაიაკოვსკის, ტიხონოვის, იან კუპალას, ბაჟანის შემოქმედება; პოეტი 40 წიგნის ავტორია, თარგმნილია არაერთ უცხოურ ენაზე; იგი ითვლებოდა ასევე ექსპრომტის უბადლო ოსტატად და თანამედროვენი მას მიაწერენ სიტყვა "ფუნაგორიის" ავტორობას. პოეტ ვერა შუბლაძის მეუღლე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.450; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.65-66 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |