| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინა ბულუსაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს. 1964–1967წწ. იყო აკად. გრ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1968–1969წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–მუშაკი; 1970–1990წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1990 წლიდან წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 65 სამეცნიერო ნაშრომის, თანაავტორია 4 პატენტური გამოგონების, სისხლის კონსერევაციის საკითხებზე. ექიმი–ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვერლჰოფის დაავადების კლინიკური მიმდევრობის თავისებურებები და მკურნალობა ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1968 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.48
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

