შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია ბურჭულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1985 წელს. 1985–1986წწ. ინტერნატურის კურსი, ერთწლიანი სპეციალიზაცია ნევროპათოლოგიაში გაიარა პედიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1986–1990წწ. იყო თბილისის ბავშვთა სანატორიუმ "გაზაფხულის" ექიმი–ნევროპათოლოგი; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბავშვთა ასაკის პაროქსიზმებს, პათოგენეზს, მკურნალობას. ექიმი–ბავშვთა ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მჟავა–ფუძოვანი მდგომარეობა აფექტურ–რესპირაციული პაროქსიზმების დროს ბავშვებში და პათოგენეზური მკურნალობისა პრინციპები", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.50 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |