The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა სოფრომაძე

ზაზა სოფრომაძე
დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1960  (63 წლის)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს, ახალგაზრდობის საერთაშორისო ინსტიტუტი "თბილისი" საერთაშორისო სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1997 წელს.

1977-1978წწ. წყალტუბოს ბალნეოდაწესებულების სანიტარი1984-1990წწ. საქართველოს კონიაშვილის სახელობის კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის წყალტუბოს ფილიალის ექიმი1990-1994 წწ. პროფკავშირთა წყალტუბოს სანატორიული საკურორტო დაწესებულებათა გაერთიანების სანატორიუმი "თბილისი", მთავარი ექიმის მოადგილე სამედიცინო დარგში; 1994-1995 წწ. პროფკავშირთა წყალტუბოს სანიტარიულ-საკურორტო დაწესებულებათა გაერთიენბის სანატორიმი "სამგურალი" მთავარი ექიმი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2000-2004წწ. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2004-2007წწ. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, გენერალური დირექტორი; 2008-2010წწ. სადაზღვევო კომპანია "აი სი" ჯგუფი, სახელმწიფო პროგრამების დირექტორი; 2014 წელს  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, დირექტორის მოადგილე; 2014-2018წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. მედიცინის დოქტრი.

დისერტაციის თემა - "გულის იშემიური დაავადების სპელეოთერაპია", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 301; საქართველოს პრლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.314

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1995-1995)
  • საქართველოს მწვანეთა პარტია, წევრი (1986-1994)
  • სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი (2004-)

გააზიარე: