The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა სიორიძე

ზაზა სიორიძე
დაბადების თარიღი:17 ივნისი, 1960  (59 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, ეკონომისტი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1983 წელს, 1987 წელს ასპირანტურა, 1992 წელს საარბრიუკენის უნივერსიტეტი.

1984-1986წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილე; 1986-1989წწ. ასისტენტი; 1989 წლიდან დოცენტი; 1992-1994წწ. სახელმწიფო მეთაურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; 1994-1995წწ. "ექსიმბანკის" პრეზიდენტი; 1995 წლიდან გაერთიანებული ქართული ბანკის თანათავმჯდომარე და პარლმენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 299


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)

გააზიარე: